სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა - მოვითხოვ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრების პარლამენტში მოსვლას

მოვითხოვ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც მოვიწვევ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს და მათ მოვთხოვ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ქართული მხარე იმისთვის, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევა ქვეყნის პრეზიდენტად ფაქტობრივად, ჩამოშლის იმ საერთაშორისო სამართლებრივ, იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც წლების მანძილზე იქნა შექმნილი არაღიარების პოლიტიკისთვის.

„ფაქტობრივად, ამან შესაძლოა ჰააგაში გზა გაუხსნას რუსეთს იმისთვის, რომ მიაღწიონ გრძელდვადიან პერსპექტივაში ჩვენი ოკუპირებული ტეირტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას.

ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საგამოძიებო პროცესი 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს. თვითონ პროკურორის და ჰააგის შესაბამისი სასამართლოს უწყებების შეფასებით, 2013 წლიდან ქართულმა მხარემ, ანუ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, შეწყვიტა შესაბამისი საგამოძიებო პროცესისთვის იმ მასალების მიწოდება, რომელიც აუცილებელია დადგინდეს რუსეთის ბრალეულობა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში, ჰააგაში, რომელსაც ევალება ქართული სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენა, ამ საგამოძიებო პროცესში ფაქტობრივად, არ მონაწილეობს, არ გააჩნია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

ამის პარალელურად რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ამ ტრიბუნას, რათა გაატაროს საკუთარი ინტერესები და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა ჰააგაში.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჰააგაში უმოქმედობა საქართველოს ხელისუფლების ნიშნავს და არის თანამშრომლობა რუსეთთან.

ჩვენ დღეს ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ საგამოძიებო პროცესი წარიმართოს იმგვარად, რომ დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა.

მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, უახლოეს დღეებში მოვითხოვ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც მოველი, რომ გამოცხადდებიან და წარადგენენ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ქართული მხარე იმისთვის, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა