არჩილ თალაკვაძე - დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხეს, რომ საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს შეურაცხყოფის და კონფრონტაციის რეჟიმში

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს და საპრეზიდენტო კამპანიის გარემო არის ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მას და მის შვილებს ლიკვიდაციით ემუქრებიან.

"დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხეს, რომ საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს შეურაცხყოფის და კონფრონტაციის რეჟიმში, რაც არ იყო არც სალომე ზურაბიშვილის, არც "ქართული ოცნების" და არც სხვა პროევროპული პარტიების მიზანი. ამ შემთხვევაში ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათთან დაკავშირებულმა სატელიტებმა შეძლეს და საპრეზიდენტო კამპანიის გარემო არის ძალადობაზე, შეურაცხყოფაზე და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზე ორიენტირებული. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რატომ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, თუმცა ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც მიმართა სახელმწიფოს, რომ მისი უსაფრათხოება იყოს დაცული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ზურაბიშვილის განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო