საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა დააყენა საკითხი, საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, რომელზეც მისი თქმით, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ უნდა მოუსმინონ.

მისივე თქმით, ჰააგაში საქართველო თავის პოზიციებს ვერ იცავს და საქართველოს ელჩი სრულიად ქმედითუუნაროა.

საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალური მოძრაობა" ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. თალაკვაძემ სამადაშვილს მიმართა, წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც აჩვენებს, რომ საქართველი პოზიციებს არ იცავს.

სამადაშვილის თქმით, შესაბამისი მასალები არსებობს და ის სურვილის შემთხვევაში პირადად მიაწვდის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

დისკუსიას შეუერთდა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც უმრავლესობას საკითხის ისტერიის გარეშე განხილვისკენ მოუწოდა და უმრავლესობას სხდომის დასანიშნად რამდენიმე დღე მისცა.

ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთმანეთი სიცრუის გავრცელებაში, რუსეთის სასარგებლო ქმედებაში და „ძველბიჭურ“ საუბარში დაადანაშაულა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას თქმით, ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მინისტრებთან კონსულტაცია გაიმართება და გადაწყდება, როდის მივლენ ისინი პარლამენტში.

იხილეთ ვიდეო: შელაპარაკება საპალამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს