იანვრიდან საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დაიწყებს მუშაობას

იანვრიდან საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დაიწყებს მუშაობას. როგორც ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, ამ ფონდიდან დაფინანსდებიან ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნესპროექტები, რომლებსაც ბანკში საგარანტიოდ რაიმეს ჩადების შესაძლებლობა არ აქვს. მისივე თქმით, სესხის გაცემაზე გადაწყვეტილებას ბანკი მიიღებს, ხოლო ფონდი მომგებიან ბიზნესპროექტს შუამდგომლობას გაუწევს.

„პრინციპები შემუშავებული გვაქვს, საფინანსო მექანიზმები შექმნილია. კომპანიები, რომლებსაც სურვილი აქვთ აიღონ კრედიტები ბანკებიდან, თუმცა ვერ იღებენ, რადგან არ აქვთ ქონება ან სხვა რაიმე, რაც შეიძლება ბანკში ჩაიდონ, ამ ფონდის შექმნის შემდეგ შეძლებენ კრედიტების მიღებას. ჩვენ გვექნება კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასება მოხდება ამ კომპანიების. ჩვენ დავაფინანსებთ იმ ბიზნესპროექტებს, რომელიც ეკონომიკურად მომგებიანია. გადაწყვეტილებას ამ კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ ბანკები",- განაცხადა ქობულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა