დავით სერგეენკო - მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერმა მოგვცა დავალება, გამოგვენახა რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის

მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან მოგვეცა დავალება, რომ გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრემიერთან ერთად შშმ პირებს შეხვდა.

მისივე თქმით, ასევე შესაძლოა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არსებული პროგრამის ცვლილება მოხდეს და ასაკმა 15 -დან 18 წლამდე აიწიოს.

„დღეს შედგა შეხვედრა პრემიერთან შშმ პირთა საზოგადოების წარმომადგენლების. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. პირველი - მე და ფინანსთა მინისტრს მოგვეცა დავალება, რომ გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის პენსიის 20 -ლარიანი ზრდისთვის. ამისთვის ბიუჯეტი არის დაახლოებით 17 მილიონი ლარი. ასევე, იქნა განხილული ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო და ეს არის ბავშვთა ადრეული განვითარების აუტიზმის მქონე ბავშვების, რომლებიც მხოლოდ დიდ ქალაქებში ხორციელდება და ჩართულობა არის 15 წლამდე. უნდა გაკეთდეს გათვლები, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს ეს და ასაკი გაიზარდოს 15-დან 18 წლამდე. ასევე, განვიხილეთ ზოგადი პოლიტიკა შშმ პირთა სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაახლებელია",- განაცხადა სერგეენკომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს