სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას ბევრი რამე აქვს დასამალი - სრული ისტერიკით შეხვდა უმრავლესობა ჩვენს მოთხოვნას, რომ პარლამენტში გამოცხადდნენ წულუკიანი და ზალკალიანი

სრული ისტერიკით შეხვდა უმრავლესობა ჩვენს მოთხოვნას, რომ პარლამენტში გამოცხადდნენ წულუკიანი და ზალკალიანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრაქციის სხდომაზე დაიბარებს.

„მე ვფიქრობ, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი, რაც შეეხება ჰააგაში მიმდინარე პროცესებს. სრული ისტერიკით შეხვდა უმრავლესობა ჩვენს მოთხოვნას, რომ პარლამენტში გამოცხადდნენ წულუკიანი და ზალკალიანი და პასუხი გასცენ ჩვენს შეკითხვებს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია წულუკიანი გამოცხადდეს კომიტეტზე, მაგრამ ვნახეთ, რომ უმრავლესობა შეეცდება ეს სხდომა არ მოიწვიოს. წულუკიანის გამოცხადების საკითხზე მოსმენის ჩატარებას აზრი არ აქვს. ჩვენ დროს აღარ დავკარგავთ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიბარებს წულუკიანს და ზალკალიანს ფრაქციაზე, მათი ვალდებულებაა, რომ გამოცხადდნენ ამ სხდომაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა დღეს დააყენა საკითხი, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართოს, სადაც იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომაზე საკითხის დაყენებას ხმაური მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, მინისტრებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა