დედაქალაქის მედეგობის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის მედეგობის თემაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.

“ჩვენ გვსურს ეს ქალაქი დავიცვათ მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვისაა აუცილებელი. ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი, თანამშრომლობისა და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები, რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და ის მოქალაქეებს, მის მცხოვრებლებს დავუბრუნოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია როგორც რისკების პრევენციისაკენ, ისე, დედაქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისკენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წრის გაფართოებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თბილისის მხარდაჭერით და დედაქალაქთან თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 100 მედეგი ქალაქის ევროპის და შუა აზიის რეგიონის უფროსი ლინა ლიაკუ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორი მერსი ტემბონი.

თბილისი 100 მედეგი ქალაქის ქსელს 2016 წელს შეუერთდა.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის