მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-სთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სწავლებებისთვის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. აღინიშნა, რომ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რაც რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი დორონ ბარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი და მრჩეველი ელიზაბეტ ზენტოსი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს