ყულევი-ქარიატა-შუა ხორგის წყლის სისტემის მშენებლობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დასრულდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

„ვიცე-პრემიერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ კითხვებს უპასუხა და ხობის მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 920 ათასი ლარი შეადგინა. ახალაშენებული წყლის მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია.

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და სასმელი წყალი ადგილობრივებს ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებოდათ. დღეიდან, 2000-ზე მეტი ადგილობრივი სასმელ წყალს ახალი მაგისტრალის მეშვეობით იღებს.

მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი