დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა" ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის, თუმცა არაფერი გამოუვათ

„ნაციონალური მოძრაობა" ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის განცხადებას, რომელმაც რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ გამორიცხული არ არის დეკემბერში საქართველოში „ნამდვილი დემოკრატიული რევოლუცია“ მოხდეს.

„ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რასაც ამბობდა და ხაზს უსვამდა მმართველი გუნდი. დიახ, სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის საფრთხეები, რის პრევენციასაც ჩვენი ხელისუფლება ახდენს. ეს არის რევოლუციის სურვილი, რა სურვილიც ამოძრავებს "ნაციონალურ მოძრაობას". მისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის ძალადობა. აქ საუბრები რაიმე სახის უსისხლო და დემოკრატიულ რევოლუციაზე არის ინსინუაცია და ტყუილი. "ნაციონალური მოძრაობა" ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოვლენების ესკალაცია მოხდეს. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტური და ქვეყანას აუცილებლად ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების შეცვლა, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილი ცვლილებების დემოკრატიული „რევოლუცია“. რევოლუცია, რომელშიც წაგებულები არ იქნებიან. საქართველო გახდება ახალი ტიპის უფრო ძლიერი დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი“, - წერს ვიტალი შკლიაროვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა