მალხაზ მაჩალიკაშვილი - მოვითხოვ „ოცნების“ თავმჯდომარისგან, დასაჯე ყველა მხეცი, ვინც პანკისში ტერაქტი ჩაიდინა - ამას არ გაპატიებთ, არც ჩემი და არც ქართველი ერი

როგორც სპეცრაზმელები იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, ჩემი ერი და არც ქართველი ერი, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მხარდამჭერებთან ერთად გამართულ აქციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე მოითხოვა, სახელმწიფომ სპეცოპერაციის ღამით ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

„თქვენ ხართ მხდალები, თქვენ კაცობა არ გყოფნით, გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ, ვითხოვ, სახელმწიფომ აღიაროს ეს დანაშაული. ეს პანკისის ხეობიდან იწყება და დღეიდან სულ სხვა ფორმებს მიიღებს. მოვითხოვ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარისგან, დასაჯე ყველა ის მხეცი, ვინც პანკისის ხეობაში ტერორისტული აქტი ჩაატარა, ვინც მძინარე ბავშვი დახვრიტა, ვინც დამაყაჩაღა. თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს სპეცრაზმელთა ხროვა იქცეოდა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად და მხეცურად, დღეს თქვენ, მთელი ხელისუფლება იმავეს იმეორებთ. ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს გაგრძელდება, დაიმახსოვრეთ. ამას არ გაპატიებთ! კიდევ გეუბნებით, სოსო გოგაშვილო - მხეცო! ჩამოდი ნაძირალა და ორ მეტრში დამიდექი!“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა