ირაკლი კობახიძე - შსს მზად არის წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შს სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა. რეზოლუცია შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისთვის პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას ითვალისწინებს. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ აღნიშნული პროექტი უახლოეს სხდომებზე განიხილონ.

„მე დილით მქონდა საუბარი შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან. მან განაცხადა, რომ შს სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ამ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა