გია ვოლსკი იური მეჩითოვის განცხადებაზე  -არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მინისტრის მოადგილე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ყველაფერი რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ჰააგაში დაშვებული შეცდომების გადაფარვის და გამოსწორების სურვილია და ამ ყველაფერს უპირებენ შეფუთვას მეჩითოვის „არაადეკვატური განცხადებებით“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი მეჩითოვი არაადეკვატურია რატომ იყო მინისტრის მოადგილე, ვოლსკიმ ასე უპასუხა - "არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მინისტრის მოადგილე".

„ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებული ცრუპენტელობა მიმართულია იმისკენ, რომ სამხედროებში შეიტანონ არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენს სამხედროებს სადმე, ოდესმე ვინმე ემუქრებოდეს. იგივე თემას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ყოფილი სამხედროს მუქარა, რომ შექმნან ეს დაპირისპირების სურათი, "ქართულ ოცნებას", მის მხარდაჭერილ კანდიდატსა და სამხედროებს შორის. ეს არის არა მარტო სიცრუე, არამედ თავად ჰააგაში დაშვებული გარკვეული შეცდომების გადაფარვის და გამოსწორების სურვილი და ამ ყველაფერს უპირებენ შეფუთვას მეჩითოვის არაადეკვატური განცხადებებით. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველა სამხედრომ უნდა გაუსწოროს თვალი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ იური მეჩითოვი 2012 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო