ოთარ კახიძე - ჩვენი დადგენილების პროექტით გვექნება საშუალება, მოვუწოდოთ შსს-ს და პროკურატურას, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე რეალური ნაბიჯები გადადგან

ჩვენს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით გვექნება საშუალება რეალური ნაბიჯები გადავდგათ მართლმსაჯულების აღსასრულებლად და მოვუწოდოთ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან თუ მართლა არსებობს ამის ნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.

კახიძის თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ რაღაც დასკვნები გამოიტანეს, შესაბამისად, კახიძის თქმით, აღნიშნული დადგენილების პროექტით პარლამენტმა შესაბამის უწყებებს უნდა მოსთხოვოს კომისიის დასკვნის აღსრულება.

„საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა, რამდენიმე რეკომენდაცია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. არავის ეხალისება კარვებში ყოფნა და პროტესტის გამოხატვა, პროტესტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განხორციელდეს ამ საქმეზე მართლსამჯულება. კომისიამ შეასრულა თავისი ფუნქცია და მოხდა ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის იდენტიფიცირება, საუბარია მ.კ-ზე, შესაბამისად, მის მიმართ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დასკვნა საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, იდენტიფიცირებულია საგანიც, რომელიც მას ეჭირა. ამავე დროს, იდენტიფიცირებულია კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც გამოვლინდა, ვგულისხმობ, მოწმეზე ზეწოლას, გამოძიებაზე ხელის შეშლას და იდენტიფიცირებულია შესაბამისი პირები, ესენი არიან: პროკურორი ფხაკაძე, გამომძიებელი ფიფია და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ასევე, გამოძიებაა დასაწყები მირზა სუბელიანის ქმედებებზე. ამ დადგენილების პროექტი შემოვიტანეთ „ევროპულმა საქართველომ“ სწორედ იმ მიზნით, რომ გაკეთდა სხვადასხვა ტიპის განცხადებები, მათ შორის, თქვენი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ რაღაც დასკვნებია გამოტანილი არჩევნების პირველი ტურის შედეგიდან გამომდინარე, რომ არის მზადყოფნა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ სწორედ ამ დადგენილების პროექტით გვექნება საშუალება, რომ რეალური ნაბიჯები გადავდგათ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ამ დადგენილებით მოვუწოდოთ შს სამინისტროს და პროკურატურას რომ რეალური ნაბიჯები გადადგან თუ მართლა არსებობს ამის ნება. მაქვს თხოვნა, რომ აღნიშნული დადგენილების პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად განვიხილოთ, ამ კვირაშივე. ასევე, პლენარულზე ამ საკითხს კენჭი ვუყაროთ და გადავწყვიტოთ საბოლოოდ ეს თემა“,- განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, პარლამენტის დადგენილების პროექტზე, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, 2 ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას ეხება.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს