გია ვოლსკი ლუსტრაციის კანონის მიღებაზე - აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი განსახილველია, საინტერესოა, მაგრამ აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს. ასე ეხმაურება გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებას, რომელიც ინიციატივით გამოდის, რომ ლუსტრაციის კანონი იქნას მიღებული.

"ყველა საკითხი განსახილველია, საინტერესოა, მაგრამ აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს. მე გეუბნებით, რომ გაცილებით მძიმე სურათს ხატავს "ნაციონალური მოძრაობა" და იმაზე გადართვა, რა თქვა მეჩითოვმა, არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს არაადეკვატური და სიმართლისგან მოგლეჯილი განცხადება გააკეთა. ამ არაადეკვატურობით ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", გადაფაროს ყველაფერი, რაც გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის კანონპროექტის ინიცირებას აპირებს.

„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - აღნიშნავს ლევან კობერიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა