ზაზა სარალიძე - გოგაშვილო, გამოდი თუ  კაცი ხარ! გამოდით არაადამიანებო, მდინარაძეებო, ბესელიებო!

იოსებ გოგაშვილი აქ არ უნდა იჯდეს, ეს ადამიანი უნდა იყოს უვადოდ ციხეში იმიტომ, რომ მისი დავალებით, პირადად, მან მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზაზა სარალიძემ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილესა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, იოსებ გოგაშვილს მიმართა, რომ საპროტესტო აქციაზე გასულიყო.

„გოგაშვილო, გამოდი თუ ხარ კაცი! ეს ადამიანი აქ არ უნდა იჯდეს, ეს ადამიანი უნდა იყოს უვადოდ ციხეში, იმიტომ რომ მისი დავალებით, პირადად, მან მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი! ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ესენი მფარველობენ ჩემი შვილის მკვლელებს. ძირს „ქართული ოცნება“, მკვლელების „ოცნება“! გამოდით გარეთ, თქვე არაადამიანებო, მდინარაძეებო, ბესელიებო, თქვე მკვლელებო და თქვე მკვლელების მფარველებო! გოგაშვილო, გამოდი, მაგრამ თქვენ კაცობას სად გაქვთ, თქვენ მხოლოდ ტელევიზიებიდან იცით ჩვენი დამცირება. ვერ ეღირსებით ჩვენს დამცირებას“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: გამოდით არაადამიანებო, მდინარაძეებო, ბესელიებო! გოგაშვილო გამოდი! - ზაზა სარალიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა