ეკა ბესელია  ელენე ხოშტარიას - ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე

ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“წევრს ელენე ხოშტარიას ბიუროს სხდომაზე, სადაც ბესელიას განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ელენე ხოშტარიას გაღიზიანება მოჰყვა.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი ვერ დასჯის დამნაშავეებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს ყველა, რასაც ელენე ხოშტარიამ „დემაგოგია“ უწოდა.

„ძალიან უხერხულია, როცა ასეთი აღრევა ხდება, მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას - ვინ არის მკვლელი, ვინ არ არის, სწორი იყო თუ არა ის, რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა . ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“,- აღნიშნა ბესელიამ.

ხოშტარიას თქმით, რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, როცა სააპელაციო სასამართლომდე გაყალბებული საქმე მივიდა.

„რა აღრევებზე საუბრობთ, კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბეულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. რაზე ლაპარაკობთ“,- უპასუხა ხოშტარიამ ბესელიას.

იხილეთ ვიდეო: ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე - ცხარე კამათი ელენე ხოშტარიასა და ეკა ბესელიას შორის ბიუროს სხდომაზე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა