პარლამენტთან კარვების გაშლის საკითხმა უმრავლესობის და უმცირესობის წევრებს შორის კამათი გამოიწვია

რუსთაველის გამზირზე 10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა იკამათეს. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ კარვები დგას და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამ განცხადებას უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ კარვები იმის ფასად დაიდგა, რომ ზაზა სარალიძის დედა საავადმყოფოში იწვა, ხოლო თავად ზაზა სარალიძე „სახით ახოხიალეს“.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაგაზეც უნდა აიღოთ. არ გაილახნენ ადამიანები?“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხოშტარია ტყუის და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ცემეს ადამიანი და სახით ახოხიალეს სარალიძის დედა? რას ლაპარაკობთ... შეკრების თავისუფლება არის ჩვენი ძლიერი მხარე და ყველამ კარგად იცის ეს. შეკრების თავისუფლება არის თქვენი სუსტი მხარე, შეკრების თავისუფლება არის ჩვენი ძლიერი მხარე. არ შეიძლება ადამიანების შეცდომაში შეყვანა, რომ ვინმე სახით ახოხიალეს. სარალიძის დედამ მადლობა გადაუხადა შს სამინისტროს და პოლიციას“, - აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა