თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ვიცი, რომ სოსო გოგაშვილი გაქცევას აპირებს ამერიკაში, იქ  კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს

ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს, შენს სინდისზეა ჩემი შვილის მკვლელო, შე არაადამიანო, მეც მიყვარდა, როგორც შენ გიყვარს შენი ნიკოლოზი, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა სოსო გოგაშვილს.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ წევრს, სოსო გოგაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ გოგაშვილი ამერიკაში გაქცევას გეგმავს.

„გოგაშვილო, მხეცო, არაადამიანო, მე აქ ვარ, შენ თუ ადამიანობის 1% გაქვს შერჩენილი, მე - შვილმოკლული დედა შენთან მოვედი. თუ გაქვს კაცობა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი, თვალებში შემომხედე. პირდაპირ შემომხედე თვალებში. რის გამო წამართვი შვილი, არაფრის გამო წამართვი თემირლანი! თუ ვაჟკაცი ხარ, აღიარე, თუ გყოფნის ადამიანობის ერთი პროცენტი მაინც. ვიცი, რომ გაქცევას აპირებ, ამერიკაში კი არა, ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს, შენს სინდისზეა...ჩემი შვილის მკვლელო, შე არაადამიანო, მეც მიყვარდა, როგორც შენ გიყვარს შენი ნიკოლოზი“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო