ნიკა მელია  - ვიცით, „ქართულმა ოცნებამ" სად მოახერხა არჩევნების გაყალბება და სად ვერ მოახერხა, ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ამოცანაა, რომ „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გააყალბებინოს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" შტაბში განუცხადა, სადაც ამ წუთებში გაერთიანებული ოპიზიციის ლიდერები რაიონებში შტაბების ხელმძღვანელებს ხვდებიან.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა იმართება იმ მიზნით, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაიარონ.

„ახლა პირველი ტურის კარდიოგრამა გვიჭირავს. ვიცით, „ქართულმა ოცნებამ" სად მოახერხა გაყალბება და სად ვერ მოახერხა. ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც მოახერხა, იქ აღარ გავაყალბებინოთ და არც გავაყალბებინებთ. გარდა ამისა, ცხადია, სხვა უამრავი ორგანიზაციული საკითხია გასავლელი, რათა ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად არჩევნების დღეს საარჩევნო ურნებთან დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. ეს არის ამოცანა და ამას ეძღვნება ყოველდღიური შეხვედრები, რომელიც ინტენსიურად იმართება სხვადასხვა რეგიონებში. დღეს, უბრალოდ შევიკრიბეთ გრიგოლ ვაშაძის ცენტრალურ შტაბში, რათა გავიაროთ ყველა დეტალი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვისაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა