მიხეილ ყაველაშვილი სერგო რატიანს - შენ რომ შეუერთდი „ნაცმოძრაობას“, გგონია რამე „გონორზე“ დაგვიწყებ ლაპარაკს და რამეს გაპატიებთ თუ რა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იკამათეს.

„სერგო, შენ რომ შეუერთდი ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ გგონია რამე „გონორზე“ დაგვიწყებ ლაპარაკს და გგონია რამეს გაპატიებთ თუ რა?- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა სერგო რატიანს, სადაც რატიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრობდა.

„პრობლემა ის არის, რომ იმ დღეს შსს-მ გასცა უკანონო ბრძანება და შესაბამისად, მთელმა ქვეყანამ ნახა როგორ იქცეოდა შსს. საშინელება იყო. კარვების წასართმევად დასდევდნენ ხალხს და ახლა ამბობენ, რომ ეს ქალი ტყუილად წაიქცა. რა იყო სეირნობდა და ტყუილად წაიქცა? თურმე მადლობა უნდა გადავუხადოთ ვიღაცას, რომ დაეცა ეს ქალი და ვიღაცამ წიხლი არ მიაყოლა. რაც შეეხება დადგენილებას, კომისიამ დაადგინა ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი, არის უამრავი ჩვენება, გასცა რეკომენდაცია. ცხადია, რომ მას ხელს აფარებდნენ. ეს არის დარღვევა. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“,- აღნიშნა რატიანმა.

სწორედ ამ განაცხადებას მოჰყვა დეპუტატებს შორის კამათი.

„სერგო, შენ რომ შეუერთდი ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“, გგონია რამე „გონორზე“ დაგვიწყებ ლაპარაკს და გგონია რამეს გაპატიებთ თუ რა? - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა