ლია გიგაურმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინტეგრაციის თემაზე ლექცია წაიკითხა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ტოლერნტობის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტების მიწვევით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე "სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა" საჯარო ლექცია წაიკითხა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა ახალციხიდან და ახალქალაქიდან, ლია გიგაურმა სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„დღეს ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის დანერგვის თაობაზე - გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. მოგეხსენებათ, სახლმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ორიენტრებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, შექმნას თანაბარი განვითარების პირობები, რათა თითოეული ახალგაზრდა ჩართული იყოს როგორც საზოგადოებრივ, ისე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს მათ გააქტიურებას. ყველაზე დიდი გამოწვევის - სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერებისათვის უკვე შემუშავებულია და ინერგება არაერთი პროგრამა და პროექტი, რაც ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს ძირეულად გადაჭრის“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოხსენებით სამცხე-ჯავახეთის უნივერიტეტის სტუდენტებიც წარსდგნენ. საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტს საქართველოს ისტორიის ოთხტომეული უსახსოვრა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო