ზაზა ვაშაყმაძე და მაია ცქიტიშვილი მოხეს საჯარო სკოლაში მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებსა და მოსახლეობას შეხვდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი და ადიგენის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე. როგორც მათივე ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუმრები დაინტერესდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებითა და მოისმინეს მათი ინიციატივები.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, კერძოდ, 2019 წელს იწყება სოფელ მოხეს საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო, ახალციხეში კულტურის სახლის, პროფესიული სასწავლებლისა და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო