თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მზიურის პარკისტერიტორიაზე სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ კონკურსის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტის დეტალებს.

„ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის რეაბილიტაციისთვის დიზაინსა და მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მზიურის პარკის განვითარებაში ერთერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი კომპონენტის გაჩენა, რომელიც პირველი იქნება საქართველოში და გულისხმობს თოჯინების მუზეუმის მშენებლობას. პროექტი მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, სამეცნიერო ლაბორატორიას, საგანმანათლებლო ცენტრს და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებს. მუზეუმმა უნდა შეასრულოს ისტორიული, კულტურული, შემეცნებით-საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ცენტრის როლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო