ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ლუსტრაციის კანონი ნამდვილად მისაღებია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ლუსტრაციის კანონი ნამდვილად მისაღებია.ასე ეხმაურება ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებას, რომელიც ინიციატივით გამოდის, რომ ლუსტრაციის კანონი იქნას მიღებული.

„სამართლებრივი საფუძველი და ბაზა არსებობს. ის, რომ ყველა ადამიანი გაიშიფროს, რომელიც წარსულში უკავშირდებოდა იმ სპეცსამსახურებს, მისაღებია. მათ იმ წარსულის გამო არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისეთ პოზიციებზე იყვნენ წარმოდგენილი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ნამდვილად მგონია, რომ ამ იდეას აქვს ძალიან საინტერესო საფუძველი", - განაცხადა ბესელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა