ზესტაფონში ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდა

ზესტაფონში ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს.

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 150-მდე პაციენტს გაეწია. კერძოდ, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები (სისხლში შაქრის, ქოლესტერინისა და ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა) ჩაუტარდათ.

აქცია ვეტერანთა სამსახურის ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩატარდა.

აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე.

სამსახურის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უფასო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს