საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 12 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნის მოთხოვნით წერილობით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საია-დან აცნობეს.

როგორც საია-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლები და მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი. ამის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

„საქართველო დღემდე იყენებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლის რეფორმის საკითხი არაერთი წელია დღის წესრიგში დგას. საია ცდილობს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შეზღუდვას. ამ მიზნით, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 6 სარჩელი. ამათგან ერთზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კერძოდ, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე - ,,საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლები და მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი.

საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა მძიმე სამართალდარღვევები, რაზეც პარლამენტს სათანადო საპროცესო დაცვის გარანტიების გავრცელება დაევალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროება.

საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მუშაობა წარიმართოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებითი ცვლილებისათვის. საია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მის მუშაობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს