მსოფლიოს 67 ქვეყნის 300 იურისტი იურიდიული დახმარების საერთაშორისო კონფერენციას  დაესწრება

მსოფლიოს 67 ქვეყნის 300 იურისტი იურიდიული დახმარების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს ბოლო ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციის“ ჩასატარებლად.

თბილისის საერთშორისო აეროპორტში მოწყობილია სპეციალური საინფორმაციო კუთხე, სადაც მსოფლიოს 67 ქვეყნიდან ჩამოსული ასობით სტუმარი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, საზოგადოებრივი ადვოკატები, მიიღებენ ინფორმაციას როგორც კონფერენციის, ასევე, ქალაქში გადაადგილების შესახებ.

„საინფორმაციო კუთხე მზადდება ასევე სასტუმრო „ბილთმორში“, სადაც მედიის წარმომადგენლები მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას, სპეცილურ ბანერთან გაკეთდება კომენტარები.

„ბილთმორის“ ფოიეში ეწყობა სარეგისტრაციო კუთხე. 13 ნოემბერს, დილის 8 საათზე იწყება კონფერნციის მონაწილეთა რეგისტრაცია. კონფერენციას 9 საათზე გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. კონფერენციის მოდერაციას განახორციელებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე.

სპეციალური სიტყვებით გამოვლენ: ლუიზა ვინტონი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში; პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი; ქრისტიან ურსე, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ჯენიფერ სმითი, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (ILF) აღმასრულებელი დირექტორი; მელიტონ ბენიძე, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდთან (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან (OSJI), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC) ერთად.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), ევროსაბჭო (CoE), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო