ირმა ინაშვილი „ევროპულ საქართველოს“ და „ნაცმოძრაობას“ –  იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე - დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას

გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანას ხელში ვერ ჩაიგდებენ.

„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები ჩვენ არ გვყავს. ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეგ ხალხი. ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და გამოიტანა კადრები, ამხილა სისტემა და რეჟიმი. დიახ, უნდა გამოიძიონ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. თუმცა, თქვენ არ გინდათ იმაზე საუბარი, რაც ჩაიდინეთ, რადგან ის სისხლის სამართლის და სისტემური დანაშაული იყო. ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, იმან გადაგარჩინათ თქვენ. „გონორს“ დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი. გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ... რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17.5% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ საერთო ამომრჩევლის, 80%-მა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, მორალურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად. გვარამიასიც არავის ეშინია დედას რომ იგინება, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას“, - განაცხადა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას - ირმა ინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო