დონალდ ტრამპი - დროა ძალიან მდიდარმა სახელმწიფოებმა ან აშშ-ს გადაუხადონ მასშტაბური სამხედრო მხარდაჭერისთვის ან თვითონ დაიცვან საკუთარი თავი

დროა ძალიან მდიდარმა სახელმწიფოებმა ან აშშ-ს გადაუხადონ მასშტაბური სამხედრო მხარდაჭერისთვის ან თვითონ დაიცვან საკუთარი თავი, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახლახან დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც ბევრი იყო მიღწეული მსოფლიო ლიდერებთან ჩემი შეხვედრისას. არასოდესაა იოლი იმ ფაქტის წამოყენება, რომ აშშ-ს სამართლიანად უნდა მოეპყრან, რაც არ ხდება, როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო თვალსაზრისით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, „აშშ სხვა ქვეყნების სამხედრო დაცვაზე დიდ თანხებს იღებს, ასობით მილიარდ დოლარს, ხოლო იმავე ქვეყნებთან ასობით მილიარდი დოლარით ზარალდება სავაჭრო მიმართულებით“. „მე მათ ვუთხარი, რომ სიტუაცია ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. დიდი თანხები იხარჯება სხვა ქვეყნების დაცვაზე და ჩვენ სავაჭრო დეფიციტისა და ზარალის გარდა არაფერს ვიღებთ. დროა ძალიან მდიდარმა სახელმწიფოებმა ან აშშ-ს გადაუხადონ მასშტაბური სამხედრო მხარდაჭერისთვის ან თვითონ დაიცვან თავიანთი თავი. და რა თქმა უნდა, ვაჭრობა თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს“, - დასძინა მან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა