მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება დღეს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა.

„ეს ეხება 75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართულობის გასაძლიერებლად.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი. საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის, დასაქმების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის აუცილებლობას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო