გოცირიძე ინაშვილს -   ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე და „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერი ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბაშვილს ემუქრებიან სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პირები.

„მე ანალოგიურად მემუქრებოდნენ სამხედრო პირები, სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფები. წყნარად იყავი, არ მომიყვანო მანდ. შენი მაინც არავის ეშინია, კომიკური ფიგურა ხარ ბოლო-ბოლო“, - მიმართა ინაშვილმა გოცირიძეს.

თავის მხრივ, გოცირიძემ ინაშვილი ტყუილში დაადანაშაულა. „ვინ დაადგინა, რომ ყოფილი სამხედროა?! რა გამოცდილება გაქვს, რა უფლება გაქვთ, რომ სამხედროებს ასე თავს ესხმით?! ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით. დაუწიეთ ხმას, გეყოთ ახლა“, - მიმართა გოცირიძემ ინაშვილს.

იხილეთ ვიდეო: "კომიკური კიარა, ყვავი ხარ, დაიწყო აქ ქურდული საუბარი" - ირმა ინაშვილი VS რომან გოცირიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო