აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 26-ე სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 26-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, გიგა ჩხარტიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად არჩევის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით გაბაიძის განცხადებით, საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მხოლოდ ერთი - გიგა ჩხარტიშვილი შეარჩიეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. წინააღმდეგი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა