სალომე ზურაბიშვილი - როცა მანიპულირებენ, იმუქრებიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა

ისინი შეურაცხყოფენ ჯარისკაცის ღირსებას, როცა მანიპულირებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მის მიმართ მუქარაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს და ეს კამპანია საზღვარგარეთ მყოფი პირისგან იმართება. "იგივე ფაქტები გავაცანი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაზეც დღეს დილით განვაცხადე. ჩვენ ისიც ავუხსენით მათ, რომ მზად ვართ მტკიცებულებები გადავცეთ, რაც გაგვაჩნია, ის "სქრინშოტები", რაც ადასტურებს ჩვენს მიერ გავრცელებულ ფაქტებს. ჩვენ ვერ დავასახელებთ სახელებს და გვარებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. იყო არასამთავრობოებიდან საუბარი იმაზე, რომ ადრეც ჰქონდათ რეაქციები იმ სიძულვილის ენაზე და იმ ფაქტებზე, თუნდაც ჩემი დემონსტრაციების და მიტინგების დარბევაზე, მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა არა იმ დონეზე, რაც არის დღეს მიღწეული. ჩვენ გადავედით ერთი ნაბიჯით წინ, რაც შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მომცველი და ძალიან მიუღებელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასევე, ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მისიებთან. ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ მდგომარეობაში და გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე. რაც შეეხება მუქარას, მე არ ვემუქრები არც ერთ ჯარისკაცს და პირიქით, ამ დილითაც გამოვთქვი ის პატივისცემა, რაც მე მაქვს და გამაჩნია ჯარის და სამხედრო ძალების მიმართ. ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩემი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულირებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა. თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია და მე კომენტარს არ გავაკეთებ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტი დადგინდება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, განხორციელებულ მუქარაში რამდენიმე პირი მონაწილეობს. "ეს არ არის ერთი ადამიანის მუქარა. ერთი კაცით დაიწყო და გავრცელდა. რამდენიმე კაცი მონაწილეობს ამ მუქარებში. ერთის მხრივ, ჩემი შვილის და მეორე მხრივ, ჩემი ქალიშვილის მიმართ, რომელიც არის საფრანგეთში ჟურნალისტი და იქაც გადავეცი ეს ინფორმაცია, რამეთუ ორივე საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთმაც რეაგირება უნდა მოახდინოს მათ მიმართ. ყველა მტკიცებულება არსებობს და გადმოგცემთ ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ. მაგრამ ჯერჯერობით ინდენტიფიკაციას ვერ მოვახდენთ ამ პირების, რისი სამართლებრივი უფლებაც არ გაგვაჩნია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, არ არსებობს სამხედროების მხრიდან მის წინააღმდეგ კამპანია, "არსებობს ზოგიერთი პირისგან კამპანია, რომელიც არის მართული საზღვრების გარეთ მყოფი პირისგან".

"ყველასთვის გასაგებია რა ტიპის კამპანიაა, რომელიც გრძელდება ძალიან დიდი ხანია არა მხოლოდ ამ პირისგან, არამედ ყველა ფორმით მოდის, რაც შეიძლება შეტევები არის ჩემს პერსონაზე, ჩემს მრწამსზე და ამაში შედის ის, რომ სწორედ ამ კუთხით ცდილობენ, რომ მომავალ მთავარსარდალს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს არის სრულიად მიუღებელი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა