ეგა გიგაური - კარგი იქნება, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ანგარიშებს გაეცნოს, სანამ პრეტენზიები ექნება

კარგი იქნება, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ანგარიშებს გაეცნოს, სანამ პრეტენზიები ექნება,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატის პრეტენზიების საპასუხოდ განუცხადა. გიგაურის თქმით, ყველა ის ფაქტი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში აისახა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე სავარაუდო მუქარას, გიგაურის განცხადებით, ამაზე სამართალდამცველმა უწყებებმა ეფექტური და დროული გამოძიება უნდა ჩაატარონ. "მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გარკვეული პასუხისმგებლობა დაგვაბრალა, ვფიქრობთ, ეს არასწორია. ყველა ჩვენს ანგარიშში წინასაარჩევნო პერიოდის პოლარიზებული გარემო ვახსენეთ და მათ შორის ისიც, რომ მასზეც იყო თავდასხმები და ესეც აღნიშნულია ანგარიშში. ამიტომ კარგი იქნება, ჩვენს ანგარიშებს გაეცნოს, სანამ პრეტენზიები ექნება.

რაც შეხება თვითონ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი. ჩემთვის განსაკუთრებით ეს არის სენსიტიური, რადგან მეც ვარ თავდასხმების ობიექტი და ზუსტად ვიცი, ქალბატონი სალომე რას გრძნობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, მათ დაიწყეს გამოძიება და უახლოეს ვადებში უნდა დაადგინონ ის ადამიანები, რომლებიც მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ შესაძლოა კონკრეტულ პირებს, პოლიტოკოსებს ისინი არ დაეთანხმონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავს არ უნდა დაესხან და არ განახორციელონ მათზე ზეწოლა და მუქარა. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებებიც იყვნენ ეფექტურები",- განაცხადა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო