არად ბენკო - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპისკენ გზის გაგრძელება

საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს შეფასებით, საქართველოში საარჩევნო გარემო თავისუფალია. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპისკენ გზის გაგრძელება.

“როგორც წესი, დიპლომატები საშინაო საკითხებში არ ვერევით. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს განვითარების სრული სურათის ნახვა. თუ საქართველოს განვითარებას შევხედავთ, არსებული ანგარიშებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები არის თავისუფალი და საწყის ეტაპებზე ეს ძალიან დიდ უპირატესობას წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის საწყისი ეტაპები ბავშვის გაჩენის მსგავსად მტკივნეულია და ხანდახან არის პრობლემები, ხანდახან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, რადგან მხოლოდ პოლიტიკურად სტაბილურ გარემოში შეგიძლიათ, რომ გზა ევროპისკენ გააგრძელოთ, განახორციელოთ ინვესტიციები და რეფორმები, რომლებიც საჭიროა”,- განაცხადა ავტრიის ელჩმა.

კითხვაზე, როგორ აფასებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებს მუქარის შემცველი შეტყობინებები მისდით, ავტრიის ელჩმა უპასუხა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. “ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს გარანტირებული ქვეყანაში”,- აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა