საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარ პროკურატურას სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მსმენელებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. ასევე, გამომსვლელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავების, დახვეწის, დამარწმუნებელი და არავერბალური კომუნიკაციის წარმართვის შესახებ. გააცნეს შესავალი, დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა - მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა