კახა კალაძე - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში

ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა. ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ სცენარისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ, სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას.

ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში!

კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძისა და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო