"ჰამასმა" ისრაელზე იერიშები განაახლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე ირიშები განაახლა. ისრაელის ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ საათში ისრაელმა 90 ბომბი გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამ ქალაქში სდეროტში, ნევიროტში და ოფაკიმიში ჩამოვარდა.

აღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციები დაშავეულთა და სავარაუდოდ გარდაცვლილთა შესახებ.

ასევე ერთ-ერთი რაკეტა დაეცა სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 4 მგზავრი დაიღუპა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩართულია ხმოვანი სიგნალები. ისრაელის არმია საპასუხო იერიშისთვის ემზადება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა