მაია ცქიტიშვილი - არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება და შექმნას დესტაბილიზაციის რისკი

არაერთი მაგალითი გვაქვს იმის, როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია არის ძალადობასა და სირუეზე დაფუძნებული.

"ნაციონალური მოძრაობა" თვეების განმავლობაში გვაძლევს ყველა მაგალითს იმისა, თუ როგორ აწარმოებს კამპანიას. მთელი კამპანია არის ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული. ამჯერად, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში შეიყვანოს საზოგადოება, შექმნას დესტაბილიზაციის რისკი. ჩვენ ვიხილეთ როგორც მათი რუსი პიარტექნოლოგის განცხადება, ასევე, ამჟამად მიხეილ სააკაშვილიც გვიანონსებს, რომ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. ასევე, მსგავსი განცხადებები გვსმენია "ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ლიდერის მხრიდან. ისევე, როგორც სამწუხაროდ, მედიასაშუალებების მხრიდანაც, კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს ვგულისხმობ, რომელიც პირდაპირ, მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის ძალით გვიანონსებს ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის აუცილებლობას და მაქსიმალურად ცდილობს დაძაბოს ვითარება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა