ისრაელმა “ჰამასის” ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

“ღაზას სექტორიდან მასობრივი დაბომბვის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ საპასუხო ზომების გატარება დაიწყო. პასუხისმგებლობა აღნიშნულზე “ჰამასს” ეკისრება. ისრაელის ავიაციის სამიზნეს ღაზას სექტორში მდებარე ტერორისტული ობიექტები წარმოადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე იერიშები განაახლა. ისრაელის ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ საათში ისრაელმა 90 რაკეტა გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამ ქალაქში სდეროტში, ნევიროტში და ოფაკიმიში ჩამოვარდა.

აღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციები დაშავებულთა და სავარაუდოდ გარდაცვლილთა შესახებ.

ასევე ერთ-ერთი რაკეტა დაეცა სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 4 მგზავრი დაიღუპა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩართულია ხმოვანი სიგნალები. ისრაელის არმია საპასუხო იერიშისთვის ემზადება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს