ანტონიო ბარტოლი - დემოკრატია ქართველი ხალხის დნმ-ში დევს და თქვენ იმსახურებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ, კონკურენტულ საარჩევნო კამპანიას

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიისთვის კარგი ნიშანია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ განუცხადა. ელჩის შეფასებით, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიების შეფასებები დადებითი იყო.

“მიმაჩნია, რომ დემოკრატიული ბრძოლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიისთვის კარგი ნიშანია. ეს ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილი და ჭეშმარიტი დემოკრატიაა და ვფიქრობ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები კარგი იყო. ჩვენ, საელჩოები ვაკვირდებოდით როგორც საარჩევნო კამპანიებს, ისე საარჩევნო პროცესს და ის იყო მშვიდი და დემოკრატიული. იმედი მაქვს, რომ ასეთი კლიმატი მომავალშიც შენარჩუნდება და შეავსებს იმ ხარვეზებს, რომლებიც გამოჩნდა. ეს არის დემოკრატია. მე ქართული დემოკრატიის მიმართ ნდობით ვარ აღჭურვილი. მიმაჩნია, რომ ეს ქართველი ხალხის დნმ-ში დევს და თქვენ იმსახურებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ, კონკურენტულ საარჩევნო კამპანიას”, - აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანიდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ, ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა, რომ სპეციფიკურ ასპექტებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. “კომენტარს სპეციფიკურ ასპექტებზე ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ბრალდებები ორივე მხარისგან ისმის. სიძულვილის ენა თავიდან უნდა იყოს აცილებული, პირველ რიგში მათ მიერ, ვისაც ამის ვალდებულება აქვს და ასევე მედიის მიერაც, რადგან მედია არ უნდა მიჰყვებოდეს სიძულვილის ენის შემცველ დებატებს, არამედ ის უნდა მოიცავდეს კითხვებს, გამოძიებებს”,- აღნიშნა ანტონიო ბარტოლიმ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა