გიგა ბოკერია - ჰააგის სასამართლო პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მისწერა წერილი ჰააგას, გამოძიებას ვეღარ ვაგრძელებთო

ჰააგის სასამართლო პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მისწერა წერილი ჰააგას, გამოძიებას ვეღარ ვაგრძელებთო, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კეთდება, ერთგვარ დამადლებას ჰგავს, რაც მიუღებელია. ბოკერიას აზრით, საერთაშორისო სასამართლოში რუსეთ-საქართველოს საკითხზე ქართული მხარე პროცესებს აჭიანურებს, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა.

„ჰააგის სასამართლოს პროცესი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მისწერა წერილი ჰააგას, გამოძიებას ვეღარ ვაგრძელებთო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შევდივართო და ამან ჩართო რეჟიმი, როდესაც ჰააგამ დაიწყო გამოძიება. რას გვამადლიან, მათი ვალია ეს. როგორც წინა ხელისუფლებამ არ შეიძლება დაამადლოს, მაგალითად სტრასბურგის სარჩელი, რომელიც მოვიგეთ, მაგრამ აღსრულებაზე დაკარგეს დრო. დამადლება კი არაა საჭირო, თუ ასეთი გამართულები არიან, იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს, გასცენ პასუხი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: "ამ ხელისუფლებამ მისწერა წერილი ჰააგას, გამოძიებას ვეღარ ვაგრძელებთო" - გიგა ბოკერია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო