ვლადიმერ კონსტანტინიდი - ლავროვის შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე. „რუსეთის მსგავსი მცდელობები უშედეგოა. საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას. საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, ისე ოფიციალურ დოკუმენტებში და მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა