ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში

ვიყენებთ ყველა ფორმატს, რაც კი შესაძლებელია, ყველა რგოლთან მუდმივ რეჟიმში სათანამშრომლოდ, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პროკურორის ოფისთან, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში.

„2016 წლის 27 იანვარს, წინასასამართლო პალატამ პროკურორის ოფისს მისცა გამოძიების დაწყების უფლება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულის გამოსაძიებლად. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად დაისახა ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. სამი ძირითადი პუნქტი მინდა გამოვყო. 1. წინასასამართლო პალატა ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; 2. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე; 3. 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში სახეზე იყო საერთაშორსიო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პროკურორის ოფისთან, რათა დადგეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში. ვიყენებთ ყველა ფორმატს, რომელიც კი შესაძლებელია, ყველა რგოლთან მუდმივ რეჟიმში სათანამშრომლოდ, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. 2010-2015 წლებში, საქართველომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს არაერთხელ მიაწოდა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც რამდენიმე ათას გვერდს შეადგენდა და მოიცავდა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალებს. ხსენებული მასალების დიდი ნაწილი შეეხებოდა ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას. სასამართლოს ყველა რგოლი მკაფიოდ ინფორმირებულია ამ პროცესზე და საქართველოს საზოგადოების მოლოდინებზე. ეს მოლოდინი ერთადერთია, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების გარეშე გამოძიება ვერ ჩაითვლება ეფექტურად და ობიექტურად, რადგან ომში მსხვერპლი იყო საქართველოს მოსახლეობა. ვახდენთ ასევე პარტნიორი სახელმწიფოების მუდმივ ინფორმირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, 2017 წლის დეკემბრიდან თბილისში გაიხსნა ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობა, რაც სასამართლოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო