გაერო-ს ელჩი - ველოდებით, რომ ქართულ მედიაში მეტი ანალიტიკური გაშუქება იქნება და ამომრჩეველი უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს პროგრამების შესახებ

საქართველოში გაერო-ს ელჩის, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის შეფასებით, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ გარემოში ვითარდება და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენცია მაღალია. მან ასევე ხაზი გაუსვა მედიის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მომავალში მეტი ანალიტიკური გაშუქება იქნება.

„გაერო-სთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში, ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვუყურებთ, საარჩევნო პროცესი ნამდვილად, ძლიერ დემოკრატიულ გარემოში ვითარდება და კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. ასე, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი გარემო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მედიის მნიშვნელობა არჩევნების ჩატარებისა და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნაში. როგორც თქვენ იცით, ევროკავშირთან ერთად ვატარებთ მედია მონიტორინგს და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მედიის პროფესიონალიზმი ნამდვილად იზრდება, მაგრამ ასევე ველოდებით, რომ მომავალში ქართულ მედიაში უფრო მეტი ანალიტიკური გაშუქება იქნება და მედიის ანგარიშებიდან ამომრჩეველი უფრო დეტალური ინფორმაციას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, თუ რითი განსხვავდებიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან, როგორ პროგრამებს სთავაზობენ ისინი ამომრჩევლებს და ა.შ. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ჩვენ ამ პროცესის ხელშერწყობას გავაგრძელებთ”,- აღნიშნა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო