მიხეილ ბატიაშვილი - ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო ინსტალაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული სივრცისთვის

ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო ინსტალაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს კულტურული სივრცისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა.

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ 3D ინსტალაციის მნიშვნელობა განუზომელია და მისი პოპულარიზაცია აუცილებელია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო სივრცეში.

მისივე თქმით, ხელნაწერთა ცენტრში დაცული მასალა საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისათვის, ასევე უცხოელებისათვის, იქნებიან ეს მეცნიერები თუ ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი წიგნისა „ქართული ხელნაწერი“.

ცნობისთვის, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავია. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები - ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს