ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ

დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მოხდება.

ანგარიშს მისი ავტორი, ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსი წარადგენს.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების უზრუნველყოფა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეხება სიღარიბე, უმუშევრობა და მაღალი დონის ეკონომიკური მიგრაცია.

რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე ევროკავშირის პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას. ასევე, სინანულია გამოხატული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადება მოხდა 2024 წლისთვის. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისუფალი უნდა იყოს პლიტიკური გავლენისგან, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში კი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას. აღნიშნულია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ანგარიშის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ოპოზიციის როლს საპარლამენტო სისტემაში და უფრო ქმედითი მექანიზმების აუცილებლიბაზე, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი მოხდეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს რეგულარულად მიეცეთ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ანგარიშში ასევე საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ შექება მიიღო იმისათვის, რომ დროულად მოაგვარა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებული დარღვევები.

რეზოლუციის პროექტი ასევე მიესალმება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას და საქართველოს კონსტრუქტიულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, დიალოგი აწარმოოს რუსეთთან და უაღრესად დადებითად აფასებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ინიციატივას, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერ ოკუპაციას. აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ანგარიშში ასევე გამოხატულია შეშფოთება საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე თურქეთის მიერ ზეწოლის განხორციელებაზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიც არის საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი. ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აღუდგნენ ზეწოლას, კერძოდ თურქეთისგან.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, სარედაქციო პოლიტიკის, პლურალიზმის და მედიის კუთვნილების გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ასევე აღნიშნულია მედია-კონტენტის პოლიტიზაცია.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის განრიგის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს განიხილავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო