მაიკ პენსი - ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა და სანქციები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე სრულად არ იტყვიან უარს ბირთვულ იარაღზე

ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციები და ზეწოლა მანამ შენარჩუნდება, ვიდრე ფხენიანი სრულად და შეუქცევლად არ იტყვის უარს ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ ამგვარი უარის თქმა სრულად შემოწმებადი უნდა იყოს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელშიც ფხენიანმა მხარი დაუჭირა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო