ირაკლი კობახიძე - საქართველო სრულიად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას ჰააგაში

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში იუსტიციისადა საგარეო საქმეთა მინისტრების დაბარების შესახებ ინიციატივა სპეკულაციებია, ის საკანონმდებლო ორგანოში მათი მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოში საქართველო თავისი ინტერესების დაცვას სრულად უზრუნველყოფს.

„რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გვქონდა და საქართველო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში სრულად უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში”,- აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ისეთი თემებით სპეკულირებს, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

„თუ ამ ინიციატივის საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომლებიც რუსი პიარტექნოლოგების მიერ არის დაგეგმილი, ბუნებრივია, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში ამითაც გამოირჩევა, ისევე როგორც ზოგადად, რადგან ის სპეკულირებს ისეთი თემებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან”,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, რათა ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავის შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს